სამხრეთ კორეაში ავიაგამანადგურებელმა წვრთნების დროს ბომბები შეცდომით დასახლებულ უბანში ჩამოყარა, დაშავებულია 15 ადამიანი

სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეაში ავიაგამანადგურებელმა წვრთნების დროს დასახლებულ უბანში შეცდომით ბომბები ჩამოყარა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

ინციდენტი ქალაქ პოჩეონში, ჩრდილოეთ კორეის საზღვრის სიახლოვეს მოხდა. როგორც „ბიბისი“ წერს, სწავლება რეალური ცეცხლის გამოყენებით მიმდინარეობდა.

ავიაგამანადგურებლიდან სულ რვა ერთეული ბომბი ჩამოაგდეს, მათგან ერთი აფეთქდა, დანარჩენების გასანეიტრალებლად გამნაღმველები მუშაობენ. ტერიტორიიდან ევაკუირებულია მოსახლეობა.