„საიდუმლო საიდუმლოდ უნდა დარჩეს... ხუთმა ცნობისმოყვარე ადამიანმა ეს ცნობისმოყვარეობა თავისი ცხოვრებით გადაიხადა“ - რას წერენ ''ტიტანის'' ეკიპაჟის წევრებზე

ტიტანი

''ტიტანის'' ტრაგედიას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. 

რამდენიმე კომენტარს BBC-ი ავრცელებს.

ჯონათან ანანი, ინგლისი

- ვფიქრობ, სრულიად უპატივცემულოა ვიზიტების კომერციალიზაცია ადგილებზე, რომლებიც ოჯახებისთვის დაკავშირებულია ტრაგედიასთან. ეს ძირს უთხრის გარდაცვლილების ღირსებას. ტიტანიკის ნანგრევების მონახულება შესაძლებელია სწავლის თვალსაზრისით და არა მოგების მისაღებად. უნდა აიკრძალოს ასეთი საქმიანობა.

ქრისტინ სტიუარტ კოლინზი, გერმანია

- არ მგონია, რომ სწორია ამდენი რეკლამა ტიტანიკის შესახებ. ტიტანიკის საიდუმლო საიდუმლოდ უნდა დარჩეს. ამ ხუთმა ცნობისმოყვარე ადამიანმა ეს ცნობისმოყვარეობა თავისი ცხოვრებით გადაიხადა. დაე, ტიტანიკის სულებმა საბოლოოდ სიმშვიდეში განისვენონ.

 
ასევე დაგაინტერესებთ:

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ქართველი "კანონიერ ქურდი" დავით გერლიანი გაამართლა

არსებობს თუ არა შავი ყუთი და როგორ გაარკვევენ, რა მოხდა რეალურად - ''ტიტანის გამოძიება''