1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
სააგენტო prime crime-ის ინფორმაციით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ქართველი ე.წ კანონიერი ქურდი, დავით გერლიანი, მეტსახელად დათო სვანი გაამართლა.
დათო სვანს პროკურატურა გამოძალვას და ე.წ კრიმინალურ სამყაროში უმაღლესი თანამდებობის დაკავებას ედავებოდა.
გერლიანი ცნობილი „კანონიერი ქურდის“, როვშან ჯანიევის სიძეა. თავად ჯანიევი 2016 წელს სტამბოლში მოკლეს.
ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტი“ რამდენჯერმეა ნასამართლევი. 1992 წელს სანკტ-პეტერბურგში ის ქურდობის გამო დააკავეს, ხოლო, 2001 წელს ციხეში ყაჩაღობის ბრალდებით მოხვდა.
„ქურდულ სამყაროში“ დავით გერლიანი 2014 წელს მარტში „მიიღეს“. შეკრება თურქეთში მოეწყო. „კანონიერ ქურდად“ გიგა ვიბლიანმა და მინდია გორაძემ, იგივე, „ლავასოღლიმ“ „აკურთხეს“.
დავით გერლიანს ცხოვრების უმეტესი ნაწილი ციხეში აქვს გატარებული.
ასევე დაგაინტერესებთ:
არსებობს თუ არა შავი ყუთი და როგორ გაარკვევენ, რა მოხდა რეალურად - ''ტიტანის გამოძიება''