პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მას შემდეგ რაც, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ''ტიტანის'' ეკიპაჟის ხუთივე წევრი დაიღუპა.
ახლა მთავარი აქცენტები გადატანილია იმაზე, თუ რამ გამოიწვია რეალურად აფეთქება.
''ტიტანის გამოძიება'' - როგორ გაარკვევენ რა მოხდა? - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას BBC-ი.
კონტრადმირალ ჯონ მაუგერის თქმით, ის, რაც მათ აღმოაჩინეს, მეტყველებს ''კატასტროფულ აფეთქებაზე''. როგორც ცნობილია ნაპოვნია ხომალდის კუდის კონუსი და ჩარჩო. ნამსხვრევების მიხედვით ვარაუდობენ, რომ წყლის წნევის ქვეშ დაიშალა.
კითხვაზე პასუხის გასაცემად, რატომ მოხდა კატასტროფა და რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო ამის თავიდან ასაცილებლად, ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების წყალქვეშა კაპიტანი რაიან რემსი ამბობს, რომ ხელისუფლება, შეაგროვებს ხომალდის ყველა ნამსხვრევს რომელიც მათ შეიძლება იპოვონ.
მისივე თქმით, შავი ყუთი არ არსებობს, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა თვალყური ედევნებინათ ხომალდის ბოლო მოძრაობებისთვის.
მას შემდეგ, რაც შეაგროვებენ ხომალდის ნაწილებს, თითოეულ ნაჭერს მიკროსკოპის ქვეშ დეტალურად შეისწავლიან ნახშირბადის ბოჭკოების ძაფების მიმართულებას, რომელიც ზუსტად მიუთითებს თუ სად მოხდა ხომალდის რღვევა.
BBC-ი წერს, რომ ამ ეტაპზე უცნობია, რომელი უწყება უხელმძღვანელებს ''ტიტანის'' გამოძიებას, რადგან წყალქვეშა ნავებთან მსგავსი პროტოკოლი არ არსებობს.
ასევე დაგაინტერესებთ: