საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1783856313
საფრანგეთში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით 32 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, დაკავებულებს ბრალი ბოლო კვირების განმავლობაში ტყის ხანძრების განზრახ გაჩენაში ედებათ. საფრანგეთის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ქვეყანაში ბოლო დროს დაფიქსირებული 10 ხანძრიდან, 9 ადამიანების მიერ არის გაჩენილი.
ოფიციალური მონაცემებით, 2026 წელს საფრანგეთში ტყის ხანძრებმა, სულ მცირე, 25 ათასი ჰექტარი ფართობი გაანადგურა. ამასთან საფრანგეთის მთავრობამ ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე საგანგებო გეგმა გაააქტიურა იმ დეპარტამენტებში, სადაც მეტეოროლოგიის „წითელი“ განგაშია გამოცხადებული. ასეთი 24 დეპარტამენტია, კიდევ 59 დეპარტამენტში კი განგაშის „ნარინჯისფერი“ ნიშნულია გამოცხადებული. ივნისში სიცხემ 2 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა.