„მისი სული უკვე 50-60 წელია აქაა ჩაკეტილი...“ - ანზორ ოდიშარიამ „საქმე გახსნა“
1773518120
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. დილიდან საარჩევნო ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო, რომელიც გადაწყვეტს, შეინარჩუნებს თუ არა ემანუელ მაკრონი პოსტს, თუ მის ადგილს ულტრამემარჯვენე ევროსკეპტიკოსი მარინ ლე პენი დაიკავებს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters -ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბოლო დღეების გამოკითხვებმა მაკრონს მყარი და ოდნავ მზარდი უპირატესობა მიანიჭა, რადგან ანალიტიკოსების აზრით, ლე პენი ბევრისთვის კვლავ არაპოპულარულია.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 სთ-დან გაიხსნა და საღამოს 20:00 სთ-ზე დაიხურება.