ნინი ქარსელაძე დედის შესახებ სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს
1744806599
საფრანგეთს სასწრაფოდ სჭირდება ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება, რათა გაუმკლავდეს დესტაბილიზაციის ცუნამს, რომელიც მოიცავს აგრესიულ რუსეთს და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოწვეულ სავაჭრო ომს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ბაირუმ განაცხადა.
ბაირუს თქმით, ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებითა და ტრადიციული მოკავშირეების წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილებებით გამოწვეულმა არეულობამ მსოფლიოში ნდობა შეარყია.
ბაირუმ აღნიშნა, რომ საფრანგეთის მზარდი ვალი და ევროპელ პარტნიორებთან შედარებით უფრო დიდი ბიუჯეტის დეფიციტი ქვეყანას მოწყვლადს ხდის.
„აშშ-ის პრეზიდენტმა დაიწყო ქარიშხალი, რომლის შედეგებიც უახლოეს მომავალში არ დასრულდება. თითქოს ომი არ იყოს საკმარისი, დესტაბილიზაციის ცუნამიმ შეარყია პლანეტა“, – განაცხადა ბაირუმ.