1774992683
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ულტრამემარჯვენე მერების მიერ მერიის შენობებიდან ევროკავშირის დროშების ჩამოხსნას „ღალატი“ უწოდა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ დაგმო ულტრამემარჯვენე მერების მიერ მერიის შენობებიდან ევროკავშირის დროშების ჩამოხსნა და ამას „ღალატი“ უწოდა.
„ეს ჩვენი იდენტობის ღალატია. ევროკავშირი არის ის, რაც საფრანგეთს სურდა. ეს ჩვენ ვართ – მშვიდობის უზრუნველსაყოფად, იმპერიების მზარდი ზეწოლის წინაშე ჩვენი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და ჩვენი საკუთარი ხედვის დასამტკიცებლად. ევროპულ იდენტობაში ეროვნული იდენტობის დაშლა არ არსებობს, ისევე როგორც ჩვენი ადგილობრივი იდენტობა არ ქრება ჩვენი ეროვნული იდენტობის მიღმა“, – განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.
ცნობისთვის, კარკასონის მერმა, კრისტოფ ბარტესმა სოციალურ ქსელში ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის ამსახველი ვიდეო გაავრცელა.
„შორს ევროკავშირის დროშები მერიიდან, ადგილი დაუთმეთ ფრანგულ დროშებს“, – წერს ბარტესი.
ევროკავშირის დროშა ასევე ჩამოხსნეს კან-სიუ-მერისა და ჰარნის მერებმა, ბრაიან მასონმა და ენტონი გარენო-გლინკოვსკიმაც. ამ უკანასკნელმა მერიის შენობას უკრაინული დროშაც ჩამოხსნა, რომელიც იქ ამ ქვეყნისადმი სოლიდარობის ნიშნად ეკიდა.










