საფრანგეთის პოლიციამ, ჯეკ ლენგის ეპშტეინთან კავშირის შესახებ გამოძიების ფარგლებში, „არაბული სამყაროს ინსტიტუტში“ ჩხრეკა ჩაატარა

ჯეკ ლენგი

საფრანგეთის პოლიციამ ქვეყნის ყოფილი კულტურის მინისტრის, ჯეკ ლენგის ეპშტეინთან კავშირის შესახებ გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკა პარიზში, „არაბული სამყაროს ინსტიტუტში“ ჩატარდა.

საქმე ეხება „არაბული სამყაროს ინსტიტუტის“ ყოფილი ხელმძღვანელის, კულტურის ყოფილი მინისტრის, ჯეკ ლენგისა და ჯეფრი ეპშტეინის კავშირების შესახებ მიმდინარე გამოძიებას. კერძოდ, გამოძიება მიმდინარეობს ფულის გათეთრების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.

როგორც ფრანგული მედია წერს, ლენგის ქალიშვილის სახელი ეპშტეინის თანამფლობელობაში არსებული ოფშორული კომპანიის დოკუმენტებში ფიგურირებს.

მას შემდეგ, რაც საფრანგეთის კულტურის ყოფილი მინისტრის, ჯეკ ლენგის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, ჯეკ ლენგმა „არაბული სამყაროს ინსტიტუტის“ პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა.