საფრანგეთის ანტიტერორისტულმა პროკურატურამ ქვეყნის მასშტაბით ციხეებზე თავდასხმების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

ციხე

საფრანგეთის ანტიტერორისტულმა პროკურატურამ ქვეყნის მასშტაბით ციხეებზე თავდასხმების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. განცხადება ამის შესახებ საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა გააკეთა, ციხეებზე თავდასხმებს კი ტერორიზმი უწოდა.

საპატიმროებზე თავდასხმები საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში გუშინ მოხდა. რამდენიმე ციხის გარეთ ავტომობილები დაწვეს, ხოლო ერთ-ერთი ციხის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღით გაისროლეს. მედიის ცნობით, თავდასხმები მოხდა ტულონში, მარსელში, ვალანსში, ლუინში, ვილპენტსა და ნანტერში.

„მოხარული ვარ, რომ ეროვნულმა ანტიტერორისტულმა პროკურატურამ დაიწყო მოქმედება, რადგან ეს უკიდურესად სერიოზული საკითხია. ეს ტერორისტული თავდასხმებია. ციხის თანამშრომლების დაშინების აქტები უკავშირდება მთავრობის ძალისხმევას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს შეიძლება იმიტომაც მოხდა, რომ ჩვენ მათ სუსტ წერტილებში დავარტყით. პირველად ათწლეულების განმავლობაში, საფრანგეთი იღებს უკიდურესად სერიოზულ ზომებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ“, - განაცხადა ჟერალდ დერმანენიმ საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა.