ჩვენთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, შემოვა თუ არ შემოვა პარლამენტში ოპოზიციის რომელიმე ნაწილი - ირაკლი ქადაგიშვილი

ქადაგიშვილი

"ჩვენთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, შემოვა თუ არ შემოვა პარლამენტში ოპოზიციის რომელიმე ნაწილი. მათ უკვე ჰქონდათ მოსაფიქრებელი დრო" - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას ახლა ორი არჩევანი აქვს, დატოვოს პარლამენტი თუ გააგრძელოს იქ პოლიტიკური საქმიანობა.

"ჩვენთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, შემოვა თუ არ შემოვა პარლამენტში ოპოზიციის რომელიმე ნაწილი. მათ უკვე ჰქონდათ უკვე დრო მოსაფიქრებელი, მაგრამ მათ არა მარტო თავიანთი თავი, არამედ თავიანთი ამომრჩეველიც უგულებელყვეს. ახლა გახარიას და მის კურატორს აქვთ არჩევანი - დატოვოს გახარიამაც თუ გამოიყენოს საპარლამენტო ველი ამ პოლიტიკური პარტიისათვის. ეს, რა თქმა უნდა, გამოჩნდება ამ უახლოეს პერიოდში, მაგრამ ბუნებრივია, რომ ეს მდგომარეობა იწვევს მწვავე დამოკიდებულებას და დაპირისპირებას ოპოზიციის შიგნით. იმიტომ, რომ იმ პარტიებმაც, რომლებმაც არ მოინდომეს პარლამენტში შემოსვლა და რეგლამენტის მიხედვით მათ გაუუქმდათ მანდატები, მათ შიგნითაც ძალიან დიდი უკმაყოფილება და დაპირისპირება ჰქონდათ. ამის პირველი მაგალითი იყო, როდესაც ერთ-ერთმა წევრმა, კონკრეტულად ქალბატონმა თამარ კორძაიამ დატოვა პოლიტიკა. იმიტომ, რომ ოპოზიციაში ვითარება ამჟამად ძალიან მძიმეა," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.