1738930726
„მკვლელობის მუქარა და შანტაჟი“ - Puff Diddy-ის ასისტენტები და პროდიუსერები შემაშფოთებელ ინციდენტებს პირველად აღწერენ
20-ზე მეტ ადამიანი, რომლებიც Combs-თან მუშაობდნენ Bad Boy Records-ში - მათ შორის ყოფილი ასისტენტები და პროდიუსერები, პირველად აღწერენ შემაშფოთებელ ინციდენტებს.
BBC-სთან ზოგიერთი პროდიუსერი ამბობს, რომ ისინი შეშფოთდნენ, როდესაც ნახეს კომბსი, რომელსაც სქესობრივი კავშირი ჰქონდა სტუდიაში ქალებთან.
ტონი ბაზბი - ამერიკელი ადვოკატი, რომელიც ათეულობით სავარაუდო მსხვერპლის ინტერესებს იცავდა, ამბობს, რომ კომბსი მას მოკვლით დაემუქრა.
მისი ერთ-ერთი დაცვის ქვეშ მყოფი ამტკიცებს, რომ კომბსმა ის გააუპატიურა აბაზანის იატაკზე, The Notorious B.I.G.-ის გამართულ სარეკლამო წვეულებაზე.
იგი თავის სარჩელში ამბობს, რომ ამის შემდეგ კომბსი დაემუქრა: "არავის უთხრა, წინააღმდეგ შემთხვევაში შენ გაქრები".
უფრო მეტი დეტალი, სავარაუდოდ გაირკვევა მაისში, როდესაც Puff Diddy-ი სასამართლო პროცესზე წარდგება.
არსებობს ათობით სარჩელი იმ პირებისგან, რომლებიც აცხადებენ, რომ რეპერმა მათ ზიანი მიაყენა და გამოიყენა ნარკოტიკების, ალკოჰოლისა და ფიზიკური ძალადობის გზით.
ახლა კი, ის ციხეში ელოდება სასამართლო პროცესს - რეპერს ბრალად ედება ქალების გატაცება, ნარკოტიკების მოხმარება და სექსუალური აქტივობა, ზოგჯერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ან ძალადობის მუქარით.
შონ კომბსი - Puff Diddy-ი ყველა ბრალდებას უარყოფს.
რეპერი სცენაზე 1990-იან წლებში გამოჩნდა.