საბერძნეთში, იახტიდან გაშვებული ფოიერვერკის შედეგად ტყეში ხანძარი გაჩნდა - დაკავებულია 13 ადამიანი

ხანძარი

საბერძნეთის კუნძულ ჰიდრაზე ტყის ხანძრის გაჩენის საქმეზე 13 ადამიანი დააკავეს. როგორც მედია ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, ხანძარი კუნძულის ტყეში იახტიდან გაშვებული ფოიერვერკის შედეგად გაჩნდა.

ცნობილია, რომ 13-ვე დაკავებული საბერძნეთის მოქალაქეა. თუმცა, განცხადებაში იახტა ნახსენები არ არის.

„აღშფოთებულები ვართ, რომ ზოგიერთმა ადამიანმა ასე უპასუხისმგებლოდ ისროლა ფოიერვერკი ფიჭვნარის მიმართულებით“, - განაცხადა კუნძულ ჰიდრას მერმა, გიორგოს კოკოდაკისმა.