შუქი გაითიშება - ქუჩების ჩამონათვალი

შუქი

23 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი" ავრცელებს. 

„სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროდრომის დასახლების, ვარკეთილი-3 III, IV, VI კვარტლების, ვარკეთილის მასივის X კვარტლის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კალოუბნის, სამრეწველოს, შანდორ პეტეფის, რამიშვილის, თრიალეთის, აბაშვილის, საცხენისის, ვასაძის, ჯავახეთის, მდივანის, შუამთის, ელდარის, ლორთქიფანიძის, მამისაშვილის, ჩაჩუას, წულუკიძის, ლაღიძის, სტან სტორიმანსის, ჩიხლაძის და იყალთოს ქუჩების მოსახლეობას",- ნათქვამია განცხადებაში.