სროლა ვერაზე - ვრცელდება ახალი დეტალები
1784749975
გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წელს მიუღწევლის მიმართ გარყვნილი ქმედების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვან დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას და ცდილობდა მასთან ნდობაში შესვლას. ასევე, მის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით (14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედება) და 151 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ადევნება) წარედგინა.
გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს.
სროლა ვერაზე - ვრცელდება ახალი დეტალები
1784749975
სროლა ბათუმში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1784733143
23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1784748297