„6 მედიკამენტი, რომელთა მშიერზე მიღება არ შეიძლება...“ - გიორგი ღოღობერიძის რჩევა

giorgi gogoberidze

 გიორგი ღოღობერიძე ასახელებს 6 პრეპარატს, რომლებმაც, შესაძლოა, კუჭი გააღიზიანოს და რომელთა მიღებაც მშიერზე რეკომენდებული არ არის.

 „6 მედიკამენტი, რომელთა მშიერზე მიღება არ შეიძლება და თუ მაინც გამოიყენებ, ამან შეიძლება გამოიწვიოს კუჭიდან სისხლდენაც კი.

პირველი - ეს არის კარდიომაგნილი. არ დალიო მშიერზე, მით უმეტეს, თუ გაწუხებს გულძმარვა, გასტრიტი და კუჭ-ნაწლავის წყლული.

მეორე - ეს არის ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი, მით უმეტეს, თუ ხარ ასაკში და სვამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

მესამე - ეს არის სტეროიდები.

მეოთხე - ეს არის შაქრის დამწევი საშუალებები.

მეხუთე - ეს არის C ვიტამინი.

მეექვსე კი - ეს არის დოქსიციკლინი...“, - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.