ფეხბურთელი გიორგი გველესიანი მიმართვას ავრცელებს
1750250557
Air india-ს ავიაკატასტროფის ერთადერთი გადარჩენილი მგზავრი, 40 წლის ვიშვაშ კუმარ რამეში, ძმის დაკრძალვაზე დააფიქსირეს. ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.
აჯაი თვითმფრინავში ძმის გვერდით იჯდა. სამწუხაროდ, ის ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.
ფოტო, სადაც ჩანს თუ როგორ უკავია ვიშვაშს ძმის კუბო, ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ Air india-ს თვითმფრინავის ჩამოვარდნას 270-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავიაკატასტროფას მხოლოდ ვიშვაში გადაურჩა.
როგორც ის ამბობს, აფრენიდან ოცდაათი წამის შემდეგ ძლიერი ხმაური გაისმა და თვითმფრინავი ჩამოვარდა.
უცხოური მედია წერს, რომ გადარჩენილმა მგზავრმა „დარტყმითი დაზიანებები“ მკერდზე, თვალებსა და ფეხებზე მიიღო.
„როდესაც ავდექი, ჩემ გარშემო ყველგან გვამები იყო. შემეშინდა, ავდექი და გავიქეცი. ჩემ გარშემო ყველგან თვითმფრინავის ნამსხვრევები იყო. ვიღაცამ ხელი მომკიდა, სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩამსვა და საავადმყოფოში წამიყვანა“, – განაცხადა ვიშვაშ კუმარ რამეშმა.
ავიაკომპანია Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში განიცადა. თვითმფრინავი – Boeing 787-8 Dreamliner დასავლეთ ინდოეთის ქალაქის აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში, საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა.