ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანს ისრაელის განადგურების სტრატეგიული გეგმა აქვს

 გიდეონ საარი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა გაეროს უშიშროების საბჭოს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ ირანს „ისრაელის განადგურების სტრატეგიული გეგმა“ აქვს.

საარი აცხადებს, რომ ისრაელი მზად არის, საკუთარი თავი დაიცვას.

„ირანს ისრაელის განადგურების სტრატეგიული გეგმა აქვს. ისრაელი ვერ მიიღებს და არ მიიღებს განადგურების საფრთხეს!“ - აღნიშნა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მან წერილში ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის თავდასხმა ირანზე „განხორციელდა ირანის ბირთვული იარაღის პროგრამაში კრიტიკული განვითარების შემდეგ და მიზნად ისახავდა ირანის მხრიდან დამატებითი სარაკეტო და პროქსი თავდასხმების გარდაუვალი საფრთხის აღკვეთას“.

წერილის თანახმად, თავდასხმის გადაწყვეტილება „უკანასკნელი ზომის სახით“ იყო მიღებული.