რუსული მედიის ინფორმაციით, ივნისში ვლადიმირ პუტინი ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამში ჩავა

ვლადიმირ პუტინი

უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ჩავა. ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა „ვედომოსტი“ წერს.

ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის ელჩის განცხადებით, ვიზიტისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს. გამოცემის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის შემდეგ პუტინი ვიეტნამში ჩავა.

„ვედომოსტის“ ინფორმაციით, ვიზიტები ივნისში შედგება.

პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ამა თუ იმ ვიზიტთან დაკავშირებით „ოფიციალური ინფორმაცია მაშინ გავრცელდება, როდესაც შესაბამისი დრო დადგება“.