საქართველო, როგორც ეკონომიკური ზრდით, ისე ინსტიტუციური განვითარებით, ლიდერია ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს შორის - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

2024 წლის ხუთი თვის მაჩვენებლით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9,3%-ია.  ეკონომიკური ზრდით საქართველო პირველია, როგორც კანდიდატ, ისე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებით.

პარლამენტის თავმჯდომარემ სხვადასხვა გავლენიანი ორგანიზაციის რეიტინგში საქართველოს პოზიციები შეაფასა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "საქართველოს მაჩვენებელი ასევე ყველაზე მაღალია ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის კანონის უზენაესობის ინდექსში და კორუფციის ინდექსის აღქმის მიხედვით.

"2024 წლის ხუთი თვის მაჩვენებლით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9,3%-ია.
ეკონომიკური ზრდით საქართველო პირველია, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატებთან, ისე თავად ევროკავშირთან შედარებით.

ამასთან, საქართველო პირველია კანდიდატ ქვეყნებს შორის სამართლის უზენაესობის და კორუფციის აღქმის საერთაშორისო რეიტინგებში.

დემოკრატიული და ეფექტიანად მოქმედი ინსტიტუტების მშენებლობა და მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდა ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავია.

ფაქტები თავის თავზე მეტყველებენ - საქართველო, როგორც ეკონომიკური ზრდით, ისე ინსტიტუციური განვითარებით, ლიდერია ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს შორის", - წერს შალვა პაპუაშვილი.