რამდენად იყიდით დოლარს და ევროს ორშაბათს

ვალუტა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8101 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.8327 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0226 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0082 ლარია. მაშინ, როცა მოქმედი კურსი 3.0310 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0228 ლარი შეადგინა.