VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი „ტელეგრამზე“ წერს, რომ რუსული ძალები მოქალაქეებს ე.წ. „რეფერენდუმში“ ხმის მიცემას აიძულებენ.
„გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტები ქმნიან შეიარაღებულ ჯგუფებს იმისთვის, რომ სახლებში იარონ და მოსახლეობა აიძულონ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. „რეფერენდუმში. ე.წ. „ხელისუფლებამ“ აუკრძალა ადგილობრივ მოსახლეობას ქალაქის დატოვება 23-დან 27 სექტემბრამდე პერიოდში“, – განაცხადა გაიდაიმ.
მისივე თქმით, ზოგიერთი კომპანია თანამშრომლებს ემუქრება, რომ „კენჭისყრაში“ მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, სამსახურიდან დაითხოვენ.
უკრაინაში ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, რუსეთთან შეერთების საკითხზე, ე.წ. „რეფერენდუმი“ დაიწყო.