რუსი ოლიგარქის ქართველი საყვარლები – სანქცირებული მილიარდერის უცნობი რომანები

რუსი ოლიგარქი

რუსი ოლიგარქი სულეიმან კერიმოვი ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც ევროკავშირმა და აშშ-მ სანქციები დაუწესა. ის პუტინთან დაახლოებული მილიარდერია და ასევე, რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი დაღესტნიდან. 

კერიმოვი ფლობს აქციებს „გაზპრომსა“ და „სერბანკში“, თუმცა მისი ძირითადი კაპიტალი ოქროს მომპოვებელ საწარმოს უკავშირდება. უცხოური მედია ხშირად განიხილავს კერიმოვის პირად ცხოვრებასაც. ირკვევა, რომ მას რომანი ჰქონდა არაერთ ცნობილ სახესთან, მათ შორის ორი ქართველია. 

ოლიგარქს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა წარმატებული რესტავრატორის, არჩილ გომიაშვილის უმცროს ქალიშვილთან ეკატერინესთან. ევროპული განათლების მიღების შემდეგ ეკატერინე გომიაშვილმა შექმნა საკუთარი ტანსაცმლის ბრენდი „Mia Shvili“. ბიზნესი არცთუ წარმატებული იყო მანამ, სანამ საქმეს გავლენიანი მფარველი არ შეუერთდა. 

„კაწია გახდა პროექტის „სულეიმან ქერიმოვი და მისი ქალები“ ნაწილი. მათი რომანი 4 წელი გაგრძელდა, რომლის დროსაც გოგონამ მოახერხა ბუტიკის გახსნა ლონდონში, რომელიც შექმნილია მსოფლიოში ცნობილი დიზაინერის, აბ როჯერსის მიერ და პოპულარობა მოიპოვა ისეთი ცნობილი ადამიანების მოზიდვით, როგორიცაა ქეით მოსი“, - წერს უცხოური პრესა. 

სულეიმან კერიმოვს რომანი ჰქონდა ქართული წარმომავლობის რუს ტელეწამყვან თინა კანდელაკთანაც.

წყვილი 2006 წელს ერთად იმყოფებოდა ნიცაში, რა დროსაც მძიმე ავტოკატასტროფა მოხდა. 675 ათას ევროდ შეფასებულ „ფერარს“ თავად სულეიმან კერიმოვი მართავდა, რა დროსაც დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი ტროტუარს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. ინციდენტის დროს მილიარდერი მძიმედ დაშავდა, დაზიანებები არ მიუღია მანქანაში მყოფ თინა კანდელაკს.