1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
რუსეთში სამხედრო მომზადებაზე გაიწვიეს 59 წლის ქირურგი, რომელსაც აქვს კიბო, სმენადაქვეითებულია, ასევე ცალ თვალში არ აქვს მხედველობა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, სვერდლოვსკის ოლქში ქირურგი სამსახურიდან 22 სექტემბერს გაათავისუფლეს, მეორე დილით კი ვოლგოგრადის რაიონის სოფელში სამხედრო მომზადებაზე გააგზავნეს.
ახლა ქირურგი მეთაურობს ოცეულს, რადგან მას აქვს რეზერვში სამედიცინო სამსახურის უფროსი ლეიტენანტის წოდება.
„მამა შოკირებულია, არც არაფერს ამბობს, დეპრესიაშია, მაგრამ ცდილობს თავი შეიკავოს და მშვიდად იყოს, რომ არც მე და არც დედაჩემმა ვინერვიულოთ“, - ამბობს ქირურგის ქალიშვილი პოლინა დიაჩოკი.
ცნობილია, რომ მამაკაცს დაუდგინდა კანის პირველი სტადიის კიბო, ის ასევე ცალი თვალით ბრმაა და სათვალის გარეშე ვერაფერს ხედავს. გარდა ამისა, მას აქვს ასტიგმატიზმი, ჰიპერტენზია და სმენადაქვეითებულია.