რუსეთში ახალი კანონი მიიღეს

პუტინი

რუსეთის დუმამ მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც სკოლაში მოსწავლეებს მობილური ტელეფონის გამოყენებას აუკრძალავს.

ახალი კანონით გაკვეთილების მსვლელობის დროს იკრძალება ელექტრონული ხელსაწყოების გამოყენება. კანონი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც საქმე ეხება მოსწავლის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

როგორც დუმის პრესსპიკერმა პიოტრ ტოლსტოიმ განაცხადა, სკოლის ადმინისტრაცია და მშობლები ერთად უნდა შეთანხმდნენ იმაზე, როდის შეძლებენ მოსწავლეები მობილური ტელეფონების გამოყენებას – შესვენებაზე თუ გაკვეთილების შემდეგ.

დეპუტატებმა კანონპროექტი პირველი მოსმენით ნოემბერში მიიღეს. დუმაში ინიციატივა სხვადასხვა ფრაქციების დეპუტატებმა და სენატორებმა შეიტანეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

„17 წლის გოგო მოიტაცა, 2 წლის შემდეგ კი, პარკში, 5 ტყვიით მოკლა...“ - უმძიმესი საქმის დეტალები

აზერბაიჯანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

რუსეთში პრეზიდენტის არჩევნები 17 მარტს გაიმართება