რუსეთში პრეზიდენტის არჩევნები 17 მარტს გაიმართება

ვლადიმერ პუტინი

რუსეთის ფედერაციის საბჭომ დღეს, 7 დეკემბერს, გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 2024 წლის 17 მარტი განსაზღვრა. შესაბამის ბრძანებას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

ვარაუდობდნენ, რომ ბრძანება 13 დეკემბერს გამოიცემოდა, ამის შესახებ მედიასთან აცხადებდნენ რუსეთის "კომუნისტური პარტიის" ლიდერი გენადი ზიუგანოვი და სხვა წყაროები.

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს გენადი ზიუგანოვმა, სახელმწიფო სათათბიროს ყოფილმა დეპუტატმა ბორის ნადეჟდინმა, დონეცკის პრორუსი სეპარატისტების ყოფილმა სამხედრო ლიდერმა იგორ სტრელკოვმა (გირკინი) და ჟურნალისტმა რჟევიდან ეკატერინა დუნცოვამ. თავისი კანდიდატის წარდგენას გეგმავს პარტია "Новые люди" (ახალი ხალხი).

რუსეთის კონსტიტუციაში 2020 წელს შეტანილი ცვლილებები რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, საშუალებას აძლევს, არჩევნებში კენჭი მეხუთედ იყაროს. მას ნათქვამი აქვს, რომ თავის გეგმებზე ისაუბრებს არჩევნების თარიღის ოფიციალურად დადგენის შემდეგ.

პუტინი თავის კანდიდატურას დაასახელებს და კრემლი იოლ გამარჯვებას მოელის, აღნიშნავდა რუსული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემები "Медуза" და "Вёрстки" წერდნენ, რომ ჩინოვნიკებს ამოცანად დაუსახეს არჩევნებში პუტინისთვის ხმების 80 პროცენტის უზრუნველყოფა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ბოღმა და შური მკლავს...“ - ალექსანდრა პაიჭაძის ახალმა ვიდეომ გამომწერები აღაფრთოვანა

ფინეთი რუსეთთან აღმოსავლეთ საზღვარს ხსნის

რუსეთში, ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ხუთი ადამიანი