„17 წლის გოგო მოიტაცა, 2 წლის შემდეგ კი, პარკში, 5 ტყვიით მოკლა...“ - უმძიმესი საქმის დეტალები

საქმე

ფემიციდის კიდევ ერთი მძიმე შემთხვევის შესახებ ხდება ცნობილი. 19 წლის გოგო მოკლა ქმარმა, რომელიც მასზე უფროსი იყო.

როგორც ირკვევა, გოგო კაცმა,  ცოლად მოყვანის მიზნით,  17 წლის ასაკში მოიტაცა. კაცი, მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა. 2 წლის თავზე კი, მან 19 წლის გოგო, ხალხის თვალწინ, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

„ხატავდა, მღეროდა, სცენაზე გამოდიოდა. თამამი და ძალიან  ლამაზი ბავშვი იყო. თინეიჯერობაში სამოდელო კარიერა დაიწყო. მის იმერეთიც კი გახდა. არა მარტო დედა შვილი არამედ დები ვიყავით. პატარაობიდანვე ჩამოყალიბებული პიროვნება იყო...

ტაძარში დაინახა ბზობის დღესასწაულზე. მაშინ (ჩემი შვილი) მე-10 კლასში იყო.ხშირად მიდიოდა სკოლაში და ძალაუნებურად მასთან ახლოს იყო, ის ურჩევდა მეგობრებს, ვის დალაპარაკებოდა და ვის არა. ასე დაიწყო მათ შორის ურთიერთობა...“, - ამბობს მოკლული გოგონას დედა.

კაცმა არასრულწლოვანი ბარბარობის დღესასწაულზე მოიტაცა. 19 წლის, რომ გახდა პარკში 5 ტყვიით მოკლა. 

მოძალადეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

წყარო: „რადიო თავისუფლება“

 

ასევე დაგაინტერესებთ:

აზერბაიჯანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

30 წლის წინათ დარგული კაკლის გამო, მეზობლები ერთმანეთს უჩივიან - საქმე უზენაეს სასამართლოშია

„კრიმინალურ ავტორიტეტს“ მეტსახელად „კოლია ტომსკის“ 10 წელი და 5 თვე მიესაჯა