პაპ ლეო XIV-ის ძმებს ეშინიათ, რომ ძმას ვეღარასდროს ნახავენ და უცნაურ წინასწარმეტყველებაზე საუბრობენ
1746822590
ის, რომ ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის დღეზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პირი თავს ესხმის ჟურნალისტს, კარგად გვაჩვენებს, სადამდე მივყავართ უპასუხისმგებლო დონორობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.
პაპუაშვილმა აღნიშნული სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.
„ექსპო ჯორჯიაში“, ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც ჟურნალისტი ინტერვიუს წერდა, ელენე ხოშტარია მას მიეჭრა და მუშაობაში მიზანმიმართულად შეუშალა ხელი, რესპონდენტს კი საუბარი არ აცადა. „იმედის“ ინფორმაციით, ჟურნალისტს მუშაობაში ხელი შეუშალა „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმაც.