1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
რუსეთის ფედერალურმა ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა კომპანია Meta ტერორიზმსა და ექსტრემიზმში ჩართული ორგანიზაციების რეესტრში დაამატა. ამის შესახებ CNN წერს.
გამოცემის ცნობით, რუსეთში Facebook-ისა და Instagram-ის მშობელი კომპანია აკრძალულია.
ეს აკრძალვა ახლა ბანკებს ავალდებულებს გაყინონ თანხები ამ სიაში მყოფი კომპანიებისთვის და შეაჩერონ მომსახურება მათ ანგარიშებზე.
21 მარტს მოსკოვის სასამართლომ Meta ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარა და განაცხადა, რომ Meta ხელმძღვანელობამ უკრაინიდან მომხმარებლებს რუსი სამხედროების წინააღმდეგ ძალადობის მოწოდების უფლება მისცა.
სასამართლომ ამერიკული კომპანიის საჩივარი არ დააკმაყოფილა. მარტის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეხებოდა WhatsApp მესენჯერს, რომელიც ასევე Meta-ს ეკუთვნის, რადგან ის საჯაროდ არ ავრცელებს ინფორმაციას.