საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1732477853
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო რუსეთში ჩამოსვლას აპირებს ფართომასშტაბიან კონფერენციაში „რუსული ენერგეტიკის კვირეული“ მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გამოცემის ცნობით, მინისტრი არის დადასტურებული მონაწილე კონფერენციაში, რომელიც გაიმართება 13 ოქტომბერს მოსკოვში.ყაზახეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ირანი, ლაოსი და კამბოჯა დათანხმდნენ მონაწილეობაზე რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში.
საგულისხმოა, რომ ღონისძიებაში პიტერ სიიარტოს გარდა სხვა ევროპელი წარმომადგენელი არ მიიღებს მონაწილეობას.