რას ამბობს ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - შეეცვლება თუ არა ბრალდება დაკავებულს
1732276871
რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას მიმდინარე წლის მარტიდან მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი მიაწოდა.
შესაბამის ინფორმაციას ბრიტანეთში ბაზირებული კვლევითი ორგანიზაცია Open Source Centre სატელიტური გამოსახულებების ანალიზის საფუძველზე ავრცელებს.
როგორც „ბიბისის“ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ და ასევე წამყვანმა ექსპერტებმა განუცხადეს, აღნიშნული ნავთობი არის საფასური ფხენიანის მიერ მოსკოვისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად გაგზავნილი იარაღისა და სამხედროების სანაცვლოდ.
ჩრდილოეთ კორეისთვის ნავთობის მიწოდება არღვევს გაერო-ს სანქციებს, რომლებიც ზღუდავს ამ ქვეყნისთვის ნავთობის მიყიდვას და, რომლებიც ბირთვული პროგრამისთვის დაწესდა.
ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოს ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც აკრძალული აქვს ღია ბაზარზე ნავთობის შეძენა. მას წელიწადში მხოლოდ 500 ათასი ბარელი ნავთობის შეძენა შეუძლია, რაც მისთვის საჭირო რაოდენობაზე ნაკლებია.
სატელიტური გამოსახულებების თანახმად, 10-ზე მეტ ჩრდილოკორეული ნავთობტანკერი რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ნავთობტერმინალთან გასული რვა თვის განმავლობაში 43-ჯერ ჩავიდა.
„მაშინ როდესაც კიმ ჩენ ინი ვლადიმერ პუტინს ომის გასაგრძელებლად სამაშველო რგოლს აწვდის, რუსეთი ჩუმად აწვდის ჩრდილოეთ კორეას თავის სამაშველო რგოლს. ნავთობის ეს მუდმივი ნაკადი ჩრდილოეთ კორეას უზრუნველყოფს სტაბილურობის დონით, რომელიც მას სანქციების დაწესების შემდეგ არ უნახავს“, – განუცხადა „ბიბისის“ Open Source Centre-ის წარმომადგენელმა, ჯო ბირნმა.