ქუთაისში, არქიტექტურის ტრიუმფი - სამშენებლო კომპანია „ტიციანმა“ საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

ქუთაისში, არქიტექტურის ტრიუმფი  -  სამშენებლო კომპანია „ტიციანმა“ საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

ქართულ-ამერიკული ინვესტიციით დაფუძნებულმა სამშენებლო კომპანია „ტიციანმა“ უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია - კომპანიამ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული „ არქიტექტურული პრემია 2024-ის“ ჯილდო მოიპოვა. აღნიშნული ჯილდო კომპანიამ  ქუთაისში, მიმდინარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის პროექტისთვის, წლის საუკეთესო არქიტექტურული პროექტის ნომინაციაში დაიმსახურა.

საერთაშორისო და რეგიონალურ ნომინაციაში გამარჯვება ქუთაისის ისტორიაში პირველი და უპრეცედენტო შემთხვევაა, რაც ქალაქის ურბანული განვითარებისთვის ახალ ეტაპს წარმოადგენს.

პროექტზე , „მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი ქუთაისში“, იმუშავა თბილისის ერთ-ერთმა წამყვანმა და საუკეთესო არქიტექტურულმა ჯგუფმა M Architecture.  პროექტი წარმოადგენს საერთაშორისო გამოცდილების, თანამედროვე არქიტექტურისა და მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებულ საჭიროებების იდეალურ შერწყმას.


მრავალსართულიანი კომპლექსი, რომელიც აღმაშენებლის გამზირისა და საიათნოვას ქუჩის კვეთაზე შენდება, გამოირჩევა:

  • ინოვაციური არქიტექტურული გადაწვეტით;
  • მიწისქვეშა ავტოსადგომით;
  • მყუდრო სარეკრეაციო სივრცით;
  • თანამედროვე კომერციული ფართებით;
  • ეკოლოგიურად სუფთა მასალებით;
  • ტრანსპორტის ხელმისაწვდომობით.

სამშენებლო კომპანია „ტიციანის“ მიზანია, შექმნას არა მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე, არამედ, თითოეული მობინადრესთვის კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა, რომელიც სრულად უპასუხებს მომხმარებლების თანამედროვე მოთხოვნებს.

კომპლექსი მოიცავს:

  • პირველ ორ სართულზე განთავსებულ კომერციულ და საოფისე ფართებს;
  • ტიპიურ საცხოვრებელ სართულებს და პერიმეტრიულად ტერასირებულ სართულს;
  • სახანძრო კიბეს;
  • კეთილმოწყობილ შიდა ეზოს, მცირე საბავშვო მოედნით;
  • მწვანე საფარს, შენარჩუნებულ ისტორიულ წყლის ჭას და საუკუნოვან კაკლის ხეს, რომელიც ერთგვაროვან ელფერს სძენს ეზოს. 

„ტიციანი“ მომხმარებელს სთავაზობს გადახდის მოქნილ პირობებს.

მე-18 საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის „არქიტექტურული პრემია 2024“-ის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა. წლევანდელ კონკურსს 157 ქართველი და უცხოელი მონაწილე ჰყავდა.


სამშენებლო კომპანია „ტიციანი“ მომავალშიც გეგმავს რამდენიმე საინტერესო და კრეატიული პროექტის განხორციელებას, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქუთაისის მიმზიდველობას უძრავი ქონების ბაზარზე.

დეტალური ინფორმაციისთვის და გაყიდვების განყოფილებასთან დასაკავშირებლად.
საკონტაქტო ინფორმაცია: 511 251 717
მის: ქუთაისი, დ. აღმაშენებლის გამზირი # 109