რუსეთმა „არამეგობრული“ ქვეყნების სია გააფართოვა

რუსეთი

რუსეთის მთავრობამ გააფართოვა იმ ქვეყნების სია, რომლებიც „ჩადიან არამეგობრულ ქმედებებს რუსეთის დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების წინააღმდეგ“.

უცხოური გამოცემის ცნობით, სიაში მოხვდნენ საბერძნეთი, დანია, სლოვენია, ხორვატია და სლოვაკეთი.  ამ ქვეყნებს შეზღუდული აქვთ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე მუშაკების დაქირავება საელჩოებში, საკონსულოებსა და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლობებში.

„[სია] არ არის საბოლოო და, უცხო სახელმწიფოების მტრული ქმედებების გათვალისწინებით, რომლებიც მიმართულია საზღვარგარეთ რუსეთის მისიების წინააღმდეგ, შეიძლება გაფართოვდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 22 ივლისის მდგომარეობით სიაში უკვე 50-ზე მეტი სახელმწიფოა. სიაში ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ჩათვლით, შედიან აშშ, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ახალი ზელანდია, ნორვეგია და უკრაინა.