VIDEO: როგორ შეხვდა მატჩის დასრულების შემდეგ ჩეხეთის მწვრთნელი ქართველ ფეხბურთელებს
1732055139
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა კალინინგრადის ოლქში დააკავა გერმანიის მოქალაქე ნიკოლაი გაიდუკი, რომელიც პოლონეთიდან ჩავიდა. რუსული სპეცსამსახურები მას ენერგეტიკულ ობიექტებზე დივერსიული აქტების დაგეგმვაში ადანაშაულებენ.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცხადებით, დაკავებული 1967 წელს დაბადებული მამაკაცია, რომელიც ჰამბურგში ცხოვრობს. ასაფეთქებელი ნივთიერება მას ასევე ჰამბურგში გადასცა უკრაინის მოქალაქემ. „ფეესბეს“ ცნობით, დაკავებულს კავშირი აქვს კალინინგრადში 22 მარტს განხორციელებულ ტერაქტთან, რა დროსაც გაზის გამანაწილებელი სადგურის მილსადენი ააფეთქეს.
„ფეესბეს“ პრესსამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ გადმოჰყავთ დაკავებული თავისი ავტომობილიდან და ასფალტზე აწვენენ. უწყებაში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილის მანქანაში აღმოჩენილია ნახევარი ლიტრი თხევადი ასაფეთქებელი ნივთიერება