1701275424
რუსეთის შესაჩერებლად ახლავე უნდა ვიმოქმედოთ - მატეუშ მორავეცკი

„რუსეთის ფედერაცია, რომელიც აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ, მიზანმიმართულად აგრძელებს სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას, რითაც განზრახ ჩადის ომის დანაშაულებს და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა შეაჩეროს აგრესორი ქვეყანა“, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.
„რუსეთი განზრახ აგრძელებს ომის დანაშაულების ჩადენას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არაჰუმანურია“, - აცხადებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი.
პოლონეთის მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს უკრაინის დახმარების მნიშვნელობასაც.
„რუსეთის შესაჩერებლად ახლავე უნდა ვიმოქმედოთ“, - აღნიშნავს მატეუშ მორავეცკი.