1745863963
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის რეგიონში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი დაიკავეს - უკრაინული მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის რეგიონში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი დაიკავეს. ანალიტიკური პროექტის „დიფ სთეითის“ თანახმად, რუსეთის არმიის ჯარისკაცები დასახლებულ პუნქტ სუხაია ბალკაში შევიდნენ.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის რამდენიმე დასახლებულ რაიონში წინ წაიწიეს. უკრაინული მედიის თანახმად, რუსული ძალების წინსვლა შეინიშნება კონსტანტინოპოლის, დაჩნის და ქალაქ ტორეცკის მახლობლად.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ფრონტის ყველაზე ცხელ მიმართულებად პოკროვსკი დაასახელა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ რუსები დაჟინებით ცდილობენ უკრაინის თავდაცვის გარღვევას და დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე მიღწევას.