რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: აშშ რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენას უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ გეგმავს

რიაბკოვი

აშშ-ის ხელისუფლება რუსეთთან პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენას უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ გეგმავს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.

„ისინი [ამერიკელები] ავიამიმოსვლის აღდგენას არ თანხმდებიან. ამ სფეროში ჩვენ წინსვლა არ გვაქვს. ისინი გვეუბნებიან: „მოდით, ჯერ უკრაინის გარშემო მოვილაპარაკოთ, ხოლო შემდეგ ამ საკითხს დავუბრუნდეთ“, - განაცხადა რიაბკოვმა.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ამერიკელები საერთოდ გაურბიან რუსეთთან დიპლომატიური მისიისთვის უძრავი ქონების დაბრუნების საკითხის განხილვას.