ამ ხრიკებით ზამთარში გათბობაზე საგრძნობლად დაზოგავთ ფულს - სპეციალისტის რეკომენდაცია
1766765194
საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის პროცესი გაიმართა. გამოკითხეს ბრალდების მხარის ერთი მოწმე. მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ივნისში დააკავა.
მას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც განაცხადა, რომ შეიძინა კომპანია „ჯეოქრაფტი“ და ამავდროულად, ამ კომპანიის გამყიდველებმა პირობა მისცეს, რომ უზრუნველყოფდნენ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნებართვის აღებაში. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც გამოკვლეული იქნება ყველა მტკიცებულება, დამნაშავედ იქნება ცნობილი რომეო მიქაუტაძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში“, - აცხადებს პროკურორი ლაშა მარშანია.