რუსეთის საგარეო პოლიტიკაში აფრიკის როლი გაიზრდება - სერგეი ლავროვი

ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკაში აფრიკის როლი გაიზრდება. ამის შესახებ ლავროვმა უგანდის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის ფუნდამენტური, გრძელვადიანი, არაოპორტუნისტული ინტერესებიდან გამომდინარე, გაიზრდება აფრიკის მნიშვნელობა და იმის გამო, რასაც დასავლეთი აკეთებს ახლა რუსეთთან მიმართებით, ობიექტურად გაზრდის აფრიკული მიმართულების წილს რუსეთის საქმიანობაში.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აფრიკის კონტინენტის როლი ჩვენი საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში გაიზრდება და მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს მოხდება იმის მიუხედავად, თუ რა ხდება დასავლეთის მიმართულებით. დასავლური მიმართულება კი, როგორც მოგეხსენებათ, ახლა თავისით უქმდება“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვი 24 ივლისს ეწვია ეგვიპტეს აფრიკის ქვეყნებში მოგზაურობის პირველი ნაწილის ფარგლებში მოლაპარაკებისთვის.