რუსეთი დაეხმარება უკრაინელებს „ანტიხალხური“ რეჟიმისგან თავის დაღწევაში - ლავროვი

ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინელები და რუსები ერთად ცხოვრებას გააგრძელებენ და რუსეთი უკრაინელ ხალხს დაეხმარება, რათა თავიდან მოიშოროს „აბსოლუტურად ანტისახალხო და ანტიისტორიული რეჟიმი“.

მინისტრმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია „ბოდიშს უხდის უკრაინელ ხალხს“, რომელიც „უკეთესს“ იმსახურებს.

„ჩვენ ვწუხვართ უკრაინის ისტორიაზე, რომელიც ჩვენს თვალწინ იშლება და ვწუხვართ მათ გამო, ვინც დაემორჩილა კიევის რეჟიმის სახელმწიფო პროპაგანდას და მათ, ვინც მხარს უჭერს იმას, რომ უკრაინა რუსეთის მარადიული მტერი გახდეს“, - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მცდელობები წარმატებული არ იქნება.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვი 24 ივლისს ეწვია ეგვიპტეს აფრიკის ქვეყნებში მოგზაურობის პირველი ნაწილის ფარგლებში მოლაპარაკებისთვის.

ის ჩავა ასევე ეთიოპიაში, უგანდაში და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.