1766497440
რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შესაძენად 2025 წელს ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება ევროპის ქვეყნებია
რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შესაძენად 2025 წელს ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება ევროპის ქვეყნები აღმოჩნდა.
უძრავი ქონების საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეების 49%-მა საცხოვრებელი ფართის ყიდვა ევროპაში არჩია. რუსებმა ბინები იყიდეს საფრანგეთში, იტალიაში, კვიპროსზე, გერმანიაში, სერბეთში, მალტაზე, საბერძნეთში, პორტუგალიასა და ბულგარეთში.
საერთაშორისო სააგენტო განმარტავს, რომ რუსეთის მოქალაქეების ევროპით დაინტერესება შენგენის ზონაში მოგზაურობის, ბინადრობის ნებართვის მიღებისა და ევროკავშირში საბანკო ანგარიშების გახსნის სურვილითაა განპირობებული.
ევროპის შემდეგ რეიტინგით მეორე ადგილას სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, კერძოდ ტაილანდი, ინდონეზია, ვიეტნამი და სხვა ქვეყნები.











