თუ სიზმარში გველი ნახეთ, ეს უნდა იცოდეთ - გოგა მანია

goga mania

სიზმრების სამყაროში ცოტა რამ თუ იწვევს ისეთ მძაფრ ემოციებს, როგორც გველის გამოჩენა. ეს უძველესი სიმბოლო ქვეცნობიერის ერთ-ერთი ყველაზე რთული გზავნილია, რომელიც ხშირად გვაიძულებს შიშითა და გაურკვევლობით გავიღვიძოთ.

ბევრი ადამიანისთვის გველი მხოლოდ საფრთხესთან და ღალატთან ასოცირდება, თუმცა რეალობა ბევრად უფრო მრავალფეროვანია. 

რატომ გვესიზმრება გველი?

ფსიქოლოგიური კუთხით, გველი ჩვენს ფარულ ინსტინქტებს, შიშებს განასახიერებს. მისი გამოჩენა ხშირად მიუთითებს იმაზე, რომ თქვენს ცხოვრებაში არსებობს რაღაც „მომწამვლელი“ – იქნება ეს ტოქსიკური ურთიერთობა, მავნე ჩვევა თუ შინაგანი შფოთვა. 

როგორც „პრაიმტაიმთან“ ეზოთერიკოსი, გოგა მანია საუბრობს,  ეს ნიშნავს როდესაც ვიღაცა ფარულად გვმტრობს და ამასთან ერთად ცდილობს მაგიურ ზემოქმედებას ჩვენზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად ხშირად ხედავთ გველს სიზმარში.  

„სიზმარში გველის ნახვა ყოველთვის უარყოფით ნიშნად არ ითვლება. ხშირად ის შეიძლება უკავშირდებოდეს: მნიშვნელოვან ცვლილებებს ცხოვრებაში, ფარულ საფრთხეს ან არაკეთილგანწყობილ ადამიანს, შინაგან შიშებსა და ემოციურ დაძაბულობას, სიფრთხილის აუცილებლობას კონკრეტულ სიტუაციაში.“- ამბობს ეზოთერიკოსი „პრაიმტაიმთან“.