დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„აღდგომას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება უცნაური იქნებოდა, რადგან კიევის მხრიდან შეთავაზებაზე დადებითი რეაქციის შანსი ნულის ტოლია“, - ამის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს საზოგადოებასთან და მედიასთან საეკლესიო ურთიერთობის სინოდური განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ ყიფშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ზავი მაშინ უნდა დაიდოს, როცა ორივე მხარე ცეცხლის შეწყვეტაზე თანახმა იქნება.
„რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ზავის შეთავაზებით უკრაინას არ მიმართავს. ამ მომენტში უცნაური იქნებოდა, რომ ეს წინადადება შეგვეთავაზებინა, გამომდინარე იქიდან, რომ საპირისპირო მხარის დადებითი რეაქციის შანსები ნულის ტოლია“, - განაცხადა ყიფშიძემ.