„რუსეთის გარეშე არ იქნება სომხეთი“ - მარგარიტა სიმონიანი

მარგარიტა სიმონიანი

რუსული პროპაგანდისტული ტელეარხის Russia Today-ს მთავარმა რედაქტორმა, პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა სომხეთის მოქალაქეებს მიმართა. მისი თქმით, რომ არა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არათუ ყარაბაღი, არამედ სომხეთიც არ იქნებოდა.

„სომხეთის მოქალაქეებმა, განსაკუთრებით მათ, ვინც ხმა მისცა ფაშინიანს, უნდა გაიგონ, რომ რუსეთის გარეშე არ იქნება სომხეთი, რომ აღარაფერი ვთქვათ ყარაბაღზე. ვინ შეაჩერა 44-დღიანი ომი? ეს შეაჩერა პირადად პუტინმა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა.

და ამერიკას, რომელსაც სომხეთის ამჟამინდელი ხელისუფლება ცდილობს, სამშობლო ფეხქვეშ გაუგოს, თითიც არ გაუნძრევია. თურქეთი, რომელიც, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის მხარეს იყო, ნატოს ქვეყანაა. რა, ამერიკას, როგორც ნატოს წამყვან ძალას, არ შეეძლო, ეთქვა: „რას აკეთებთ მანდ? ჩვენ სომხეთის მომხრე ვართ, მხარს ვუჭერთ. კალიფორნიაში ბევრი სომეხი გვყავს, გვყავს კიმ კარდაშიანი. ამერიკას საერთოდ არაფერი გაუკეთებია“, - წერს სიმონიანი.