ჯორჯინა უზკატეგი ილია თოფურიასთან დაკავშირებით დუმილს არღვევს
1782197449
რუსეთის საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და აღმოფხვრის ერთიანი სახელმწიფო სისტემის მიერ გამოქვეყნებული განცხადებით, ქვეყნის 15 რეგიონში სარაკეტო საფრთხე გამოცხადდა.
კერძოდ, ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში სარაკეტო საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოცხადდა ასტრახანის, პენზის, ვოლგოგრადის, ნიჟნი ნოვგოროდის, სამარის, ულიანოვსკის, სარატოვის, ტამბოვის, ვორონეჟისა და ლიპეცკის ოლქებში, ასევე თათრეთში, მორდოვეთში, უდმურტეთსა და ჩუვაშეთში.
რუსეთის ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადეს, რომ დროებითი შეზღუდვები დაწესდა პენზის, სარატოვის, ნიჟნი ნოვგოროდის, ტამბოვის, სამარისა და ულიანოვსკის აეროპორტებში.
ცოტა ხნის წინ, მოსკოვის ოლქშიც გამოცხადდა სარაკეტო საფრთხის რეჟიმი. მოსახლეობას ურჩევენ, თავი შეაფარონ შენობებს ან ავტოსადგომებს.