რუსეთი, ირანი და ჩინეთი მარტში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს „უსაფრთხოების სარტყელი - 2025“ ჩაატარებენ

საზღვაო წვრთნები

რუსეთი, ირანი და ჩინეთი მარტში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს სახელწოდებით „უსაფრთხოების სარტყელი - 2025“ ჩაატარებენ. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

მედიაში გავრცელებული ცნობით მანევრები, სავარაუდოდ დღეს, ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ პორტში, დაიწყება. სწავლების მიზანი ჯარებს შორის ურთიერთნდობისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებაა.

წლევანდელი სწავლება იქნება რიგით მეხუთე, რომელსაც სამი ქვეყანა ერთობლივად 2019 წლიდან მართავს.