„მინდა საქართველოს მოსახლეობა დავამშვიდო...“ - ასტროლოგი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს
1751121199
რუსეთმა 17 ივნისს კვლავ შეამცირა ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპის ქვეყნებისთვის, სხვათა შორის, ნახევრით იტალიისა და სლოვაკეთისთვის და მთლიანად საფრანგეთისთვის, რადგან ეს ქვეყნები ცდილობენ უკრაინაში ომის ფონზე რუსეთის ენერგომატარებლებზე თავიანთი დამოკიდებულება შეასუსტონ. ამის შესახებ სააგენტო AP NEWS-ი წერს.
სააგენტოს ცნობით, რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის“ ტექნიკურ პრობლემებს დააბრალა მიწოდების შემცირება და გამოაცხადა, აღჭურვილობა, რომელიც კანადაში უნდა შეკეთებულიყო, დასავლეთის სანქციების გამო შეფერხდა.
რუსეთმა მანამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთს, ნიდერლანდს და დანიას.
ევროპის კავშირი ცდილობს რუსეთიდან გაზის იმპორტი ორი მესამედით შეამციროს და აშშ-დან თხევადი გაზის იმპორტი დაიწყოს.