რუსეთმა დანიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა

რუსეთი

რუსეთმა დანიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ ABC NEW-ი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით,რუსულმა სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ დაადასტურა, რომ დანიურ კომპანია Orsted Salg & Service A/S-ს გაზის მიწოდების სრულად შეუჩერა.კომპანიაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილების მიზეზი Orsted-ის მიერ გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე უარის თქმაა.

„31 მაისის სამუშაო დღის ბოლოს „გაზპრომ ექსპორტს“ არ მიუღია Orsted Salg & Service-სგან აპრილში მიწოდებული გაზის გადასახადი, რომელიც უნდა განხორციელებულიყო რუსეთის პრეზიდენტის No172 ბრძანებულების შესაბამისად", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკვე შეაჩერა ბუნებრივი აირის მიწოდება ფინეთში, პოლონეთსა და ბულგარეთში მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნებმა უარი განაცხადეს გაზის საფასუროს რუსული რუბლში გადახდაზე.