რუსეთი და აშშ სტამბოლში 10 აპრილს მოლაპარაკებების მეორე რაუნდს გამართავენ

აშშ და რუსეთი

 რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციები თურქეთის ქალაქ სტამბულში მოლაპარაკებების მეორე რაუნდს 10 აპრილს გამართავენ. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ტემი ბრიუსი ავრცელებს.

„10 აპრილს აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები სტამბულში მეორედ შეხვდებიან ერთმანეთს იმისთვის, რათა შეეცადონ მიაღწიონ პროგრესს ორმხრივი ურთიერთობის დარეგულირების კუთხით“, - თქვა ბრიუსმა.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ სტამბულში შეხვედრის დროს უკრაინის საკითხი და უსაფრთხოების სხვა თემები განხილული არ იქნება. მთავარი თემა მხოლოდ რუსულ-ამერიკული ურთიერთობები იქნება.

რუსეთისა და ამერიკის დელეგაციებმა პირველი შეხვედრა სტამბულში 27 თებერვალს გამართეს.