გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მედიებისა და ოფიციალური პირების ინფორმაციას პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ პროვოკაციას უწოდებს.
რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, მათ უკრაინისა და პოლონეთის საზღვრის მახლობლად მდებარე სამიზნეები არ ჰქონიათ.
,,პოლონური მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და ოფიციალური პირების განცხადება, თითქოსდა, ,,რუსული“ რაკეტების პრჟევოდოვის დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდნის შესახებ არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რომლის მიზანიც ვითარების დაძაბვაა. უკრაინა-პოლონეთის სახელმწიფო საზღვრის მახლობლად მდებარე სამიზნეებზე რუსული განადგურების საშუალებებით არანაირი იერიში არ მიგვიტანია“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
ამას გარდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ფოტოებში გამოჩენილ საბრძოლო მასალის ნამტვრევებს მათთან არაფერი აკავშირებთ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციითა და აშშ-ს დაზვერვის წყაროების ცნობით, პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პრჟევოდოვში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მატიუს მორავიეცკიმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია. რუსულ რაკეტებზე ინფორმაციას პოლონეთის მთავრობა ჯერჯერობით არ ადასტურებს.